• sales@forspace.ge
  • +995 (32) 219 3370
  • Mobile.: 555 983 386

Logitech და Lenovo კორპორატიული დონის ვიდეო საკონფერენციო გადაწყვეტილება


კომპანიები Logitech და Lenovo  ერთობლივად მუშაობენ  კორპორატიული დონის გადაწყვეტილების შემუშავებაზე, საკონფერენციო ოთახისთვის (Enterprise-Ready Meeting Room Solutions).
Logitech-ში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ისეთი IT მეგობრული გადაწყვეტილებების შექმნას, რომელიც დაეხმარება კორპორატიულ კლიენტებს უზრუნველყონ უწყვეტი, კოლაბორაციიული გამოცდილების მიღება სამუშაო ადგილებზე.  წინა ზაფხულს, Logitech Tap-ის გამოშვების შემდეგ, მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ  Logitech Tap-მა, მათ მოუხსნა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც უკავშირდებოდა ვიდეო კონფერენციის მოწყობას და მომხმარებელს მისცა საშუალება მარტივად,  თითის ერთი დაჭერით მოეხდინა ვიდეო კონფერენციის მოწყობა და მისი კონტროლი სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, Microsoft Teams Rooms and Zoom Rooms.

ახლა კი ჩვენ ვდგავთ კიდევ ერთ ნაბიჯს წინ, დამატებითი გამოთვლითი პლატფორმის შეთავაზებით, რაც ზრდის თქვენი კონფერენც ოთახის  მართვის მოქნილობას და უსაფრთხოების დონეს - Lenovo ThinkSmart Edition M920 კომპაქტური ზომის გამოთვლითი PC. კორპორატიულ კლიენტებს შეეძლებათ შეიძინონ ThinkSmart Tiny-ის წინასწარ დაკონფიგურირებული საბაზო მოდელი Microsoft Teams Rooms ან  Zoom Rooms პროგრამული უზრუნველყოფით. აღნიშნული კორპორატიული დონის საკონფერენციო გადაწყვეტილება გათვლილი იქნება ნებისმიერი ზომის ოთახისთვის. 

კომპაქტური დიზაინის წყალობით, Logitech Tap და ThinkSmart Edition Tiny სრულად ინტეგრირდება საკონფერენციო სივრცეში. Microsoft Teams Rooms  და  Zoom Rooms პლატფორმებთან თავსებადობით მარტივია ისე როგორც არასოდეს ისეთი ფუნქციის მიღება, როგორიც არის თითის ერთი დაჭერით კონფერენციის დაწყება, ახალი მონაწილეების დამატება, კონტენტის გაზიარება...

“ThinkSmart Edition Tiny არის იდეალური გამოთვილითი საწყისი Logitech Tap-თვის, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ შეხვედრების გამოცდილებას მცირე, საშუალო და დიდი ზომის ოთახებისთვის, განაცხადა Lenovo Smart Office Business-ის გენერალურმა მენეჯერმა Joseph Mingori.“ ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ Logitech-თან ერთად რათა  შეგვექმნა ერთობლივი გამოთვლითი გადაწყვეტილება, რომელიც გამოირჩევა სიმძლავრით  და სხვადასხვა პლათფორმებზე სტაბილური მუშაობით.