Product Description
Poly G40-T სერთიფიცირებულია Microsoft Teams-თან მუშაობისთვის და წარმოადგენს პროფესიონალურ ვიდეო საკონფერენციო გამოცდილებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე. Poly G40-T კომპლექტში შედის: Poly Studio ვიდეო ბარი, Poly GC8 სენსორული მონიტორი (თაჩ კონტროლი), Lenovo მინი PC კედლის საკიდით და 10 მეტრი სიგრძის USB კაბელი. Poly G40-T ვიდეო საკონფერენციო მოწყობილობა გათვლილია, მცირე და საშუალო ზომის კონფერენც ოთახისთვის. აღნიშნული ვიდეო საკონფერენციო გადაწყვეტილება შემუშავებულია ვიდეო გამოსახულების მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მისაღებად ყოველგვარი ხარვეზების გარეშე.
Studio არის USB ვიდეო ბარი, მასში ინტეგრირებული 4k UHD ვიდეო კამერით და სტერეო მიკროფონებით და ითავსებს პრემიუმ ხარისხის აუდიო და ვიდეო მახასიათებლებს. Acoustic Fence ტექნოლოგია ამცირებს ფონურ ხმაურს. კამერა ავტომატურად აქცევს ფოკუსში ჯგუფს და თან სდევს მოლაპარაკეს. GC8 არის გამოყოფილი თაჩ კონტროლი 8 ინჩიანი დიაგონალით და სადგამით. თაჩ კონტროლი აჩვენებს Teams-ის ინტერფეისს უწყვეტი მუშაობისთვის. მართავს შეხვედრას და აზიარებს კონტენტს. თაჩ კონტროლი უკავშირდება მინი PC-ს, კომპლექტში შემავალი 10 მეტრიანი USB კაბელით.