• sales@forspace.ge
  • +995 (32) 2193370
  • Mobile.: 555 983 386
avto lombardi, avtolombardi ავტოლომბარდი - avtolombardi - ავტოსესხი | lombardauto.ge

რატომ უნდა გადავიდეთ Jabra Evolve2 სერიის ყურსასმენებზე ?


როგორც ყოველთვის ახალი სერიის პროდუქტების გამოშვება, ანცვიფრებს არსებულ მომხმარებლებს და საფიქრალში აგდებს კონკურენტებს. 2020 წლის დასაწყისში Jabra-ს მიერ მოხდა ახალი  Evolve2 სერიის ყურსასმენების გამოშვება. Jabra-მ გააფართოვა განახლებული Evolve2 სერია შესაშური ფუნქციებით და  აუდიო მარკეტზე წარმოგვიდგინა სრულიად ახალი აუდიო სტანდარტი. კონკურენტებისთვის რთულია არ ჩამორჩნენ  Evolve სერიის ყურსასმენებს, რადგან ის აღიარებულია, როგორც მსოფლიოში წამყვანი პროფესიონალური ყურსასმენების სერია; მიუხედავად ამისა Evolve2 სერიამ კიდევ უფრო მაღლა აწია თამასა  მომხმარებლის გამოცდილების კუთხით: მოქნილობა, კოლაბორაცია, და კონცენტრაცია. გავეცნოთ რამოდენიმე ძირითად განახლებას და  გავიგოთ მიზეზი თუ რატომ უნდა გადავიდეთ Evolve2 სერიის ყურსასმენებზე.

განახლებული მოქნილობა
ორიგინალური Evolve სერიამ აუდიო მარკეტზე დაამკვიდრა მოქნილიბის ვარიანტები, მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით: ტყავის ბალიშები ყურსასმენის სპიკერებისთვის, ციფრული ჩიფსეტი, სადენიანი და უსადენო ვარიანტები. Evolve2 სერიამ გაამუჯობესა წინამორბედი მოდელების მოქნილი ვარიანტები შემდეგი გზით:
განახლებული ჩიპსეტი - Evolve2 აქვს 3 -ჯერ უფრო  ძლიერი ციფრული ჩიფსეტი.
განახლებული კომფორტი - მომხმარებელი ახლა უფრო მეტად კომფორტულად იგრძნობს თავს  ახალი რბილი ბალიშებით. ყურსასმენის კონსტრუქციაში დამატებული რკინის ელემენტები, გამძლეობის გასაუმჯობესებლად. Evolve2 85 მოდელში მიკროფონის ისარი შეგვიძლია დავმალოთ როდესაც არ გვჭირდება.
განახლებული ელემენტის მუშაობის დრო-  ორიგინალი Evolve სერიაში  ერთი უსადენო მოდელია, ხოლო Evolve2 სერიაში ორი ასეთი: Evolve2 85 და 65, აღნიშნული მოდელების ელემენტის სამუშაო დრო შეადგენს 37 საათს.
ახალი VAA (Voice Assistant Access) -  Evolve2 სერიის ყურსასმენებს აქვს   ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია. ხმოვან ასისტენტთან სწრაფი დაკავშირება თაჩ ღილაკის მეშვეობით. 
ყურსასმენის გამოყენების დეტექტორი - The Evolve2 40 და 65 ვერსიის მოდელებს აქვს ჭკვიანი სენსორი, რომელიც აფიქსირებს  ყურსასმენი გამოყენებაშია თუ არა. ეს ავტომატურად აისახება LED მაჩვენებელზე. 
განახლებული კოლაბორაცია
კოლაბორაციის მხრივ, Evolve2 სერიის მომხმარებლები გამოცდიან Microsoft Teams-თან სრულ ინტეგრაციას, ასევე გაუმჯობესებულ აუდიო ხმას,  ფონური ხმაურის გარეშე.
განახლებული ხმაურის ჩახშობა - Evolve2 სერიის გამოყენებისას, ზარის დროს მომხმარებლები გამოცდიან ფონურ ხმაურს (პასიური ხმიშ ჩახშობა)  24% დან 97% მდე (დამოკიდებულია მოდელზე)
ახალი Microsoft Teams სერთიფიცირება - Evolve2 სერია შედგება UC და Teams-Certified ვარიანტებისგან. Teams-ის ყურსასმენი არის აღჭურვილი სპეციალური Teams ღილაკით, რომელიც მომხმარებელს Teams თან წვდომის საშუალებას აძლევს: Teams meeting ზე დასწრება, აქტივაცია ან Teams გამოტოვებული ზარები/ხმოვანი ფოსტის ნახვა.
განახლებული კონცენტრაცია
ხშირად სტერეო (ორ ყურმილიანი) ყურსასმენი არის საუკეთესო არჩევანი მონო (ერთ ყურმილიანი) თან შედარებით მათთვის ვინც სამუშაო გარემოში სრულ კონცენტრაციას მოითხოვს, განსაკუთრებით მათთვის ვინც დაკავშირებულია ქოლ ცენტრთან ან ღია ოფისთან. მიუხედავად ამისა  Evolve2 სერია გვთვაზობს გაუმჯობესებული კონცენტრაციის ფუნქციონალს. 
განახლებული სპიკერები - წინამორბედი სერიისგან განსხვავებით Evolve2 სერიის ყურსასმენებს აქვს 40 მმ დინამიკები.
განახლებული ზარის დაკავების მაჩვენებელი - უკვე არსებული ზარის დაკავების მაჩვენებელი (Busylight) დაიხვეწა 
განახლებული ხმის ჩახშობა:  ხმის იზოლაცია  Evolve2 სერიის ყურსასმენებში კიდევ უფრო დაიხვეწა რაც გამოიხატება მყისიერ ხმის იზოლაციაში რაც  აუმჯობესებს კონცენტრაციას სამუშაო გარემოში. 
როდესაც გვიხდება არჩევანის გაკეთება ყურსასმენის მწარმოებლებს შორის, Jabra ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. ცნობილი თავისი განსაკუთრებული მახასიათებლებით, მაღლი ხარისხის აუდიო ხმით და შესანიშნავი კომფორტით. Jabra ს ყურსასმენები ეს არის მოცემულობა ნებისმიერ სამუშაო გარემოსთვის. წარუდგინეთ და შესთვაზეთ თქვენს კლიენტებს ახალი Jabra Evolve2 სერიის ყურსასმენები, ისინი ამას იმსახურებენ.