Jabra-მ
დაანონსა კოლაბორაციულ და გუნდურ მუშაობაზე ფოკუსირებული ყურსასმენების
ახალი Evolve2 სერია. Evolve2 სერიის
ყურსასმენები თავსებადია ტრადიციულ და მობილურ ოფისებში გამოყენებად Unified Communications (UC) პლატფორმებთან. ახალი Digital Hybrid Active Noise Cancellation
(ANC) მახასიათებლის და გაუმჯობესებული ხმის იზოლაციის ფუნქციის წყალობით Evolve2 სერიის
ყურსასმენების გამოყენება ზრდის კონცენტრაციის ხარისხს გუნდურ სამუშაო გარემოში.
Evolve2 სერიის გარნიტურებს გააჩნია მრავალი UC-სტანდარტების თავსებადობა (რომელიც შემუშავებულია, აუდიო კოლაბორაციის
პლატფორმების ხარისხის და საიმედოობის უზრუნველსაყოფად)
და გაუმჯობესებული ბლუთუზ დიაპაზონი.
ახალი Evolve2 სერიის
ყურსასმენები იდეალურია, ინტერფროფესიონალური კომუნიკაციებისთვის (დისტანციურად
მომუშავე მობილური ოფისის თანამშრომლებისთვის) და გუნდური მუშაობისთვის
(teamwork). დამატებით, როგორც Jabra-ში აცხადებენ უახლოეს მომავალში ელოდებიან Microsoft Teams
სერთიფიკატების მიღებას.
ახალი სერიის ფლაგმანი, Evolve2 85 თავს იწონებს 40 მილიმეტრიანი დიამეტრის
სპიკერებით და 10 მიკროფონიანი სისტემით. შეფასებებით, ყურსასმენის აუდიო ხმის
გადაცემა გაუმჯობესებულია 40%-მდე, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინამორბედ მოდელებთან შედარებით.
აღნიშნული გარნიტურა არის უსადენო, 37 საათამდე
ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობით, ისევე როგორ Evolve2 სერიის საშუალო
დონის მოდელი Evolve2 65,
აღნიშნულ მოდელს გააჩნია მხოლოდ 3 მიკროფონი.
Evolve2 საწყისი დონის მოდელს წარმოადგენს Evolve2 40, რომელიც სხვა მოდელებისგან განსხვავებით არის
სადენიანი.